ამინდი

ვალუტის კურსი

სამშენებლო კომპანია „მეფეთუბანი“ ახალგაზრდა სამშენებლო კომპანიაა. კომპანიის სახელწოდება დაკავშირებულია მისი პირველი პროექტის, მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მდებარეობასთან. ის აშენდა (2017 წლის იანვარში ექსპლოატაციაში გადაეცა) ორი დიდი ქართველი მეფის, თამარ მეფისა და სოლომონ პირველის სახელობის ქუჩების გადაკვეთაზე.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით, მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე აღრიცხვის დარგის სპეციალისტებით, ინჟინერ–ტექნიკური პერსონალითა და მშენებლებით.

კომპანია ორიენტირებულია ახალი, თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და სამუშაოების მაღალხარისხოვნად შესრულებაზე.